Страницы

воскресенье, 3 ноября 2013 г.

ტრენინგის მეორე დღე

 ტრენინგის მეორე დღე დაიწყო რეფლექსიით. ჩვენ გავიხსენეთ განვლილი თეორიული მასალა, შესრულებული აქტივობები და განვიხილეთ ბლოგებზე გამოქვეყნილი მასალები. საშინაო დავალების განხილვის შემდეგ ხათუნამ გაგვაცნო  პროექტის სწავლების თემაზე პუბლიკაციების  მომზადების მთავარი  პრინციპები და მოგვცა პრაქტიკული დავალება ჩვენი მომავალი პროექტისთვის გავაკეთეთ  საინფორმაციო ბუკლეტი. ტრენინგის ძირითადი დრო დავუთმეთ ჩვენი პროექტის დაგეგმარებას. დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა