Страницы

суббота, 26 октября 2013 г.


პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე ფრიად სასიამოვნო და ნაყოფიერი აღმოჩნდა პირველი შეხვედრისთვის, თრენინგს, რომელიც ჩატარდა ქ.რუსთავის 18-ე საჯარო სკოლაში, ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, ხოლო ჩვენს საქმიანობას - ახალი Intel Edukation Viewer-ის პროგრამის შესწავლას წარუძღვებოდა ჩემთვის საყვარელი მაღალკვალიფიცირებული ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი
თრენინგი დაიწყო ურთიერთგაცნობით, ამის შემდეგ ხათუნამ Intel--ს თრენინგ მოდულის მოკლე მიმოხილვა გააკეთა.
თრენინგის პირველ დღეს  ყურადღებით გავაანალიზეთ პროგრმის სამი მოდული, ახლადშესწავლილი მასალის განსამტკიცებლად შევასრულეთ რამოდენიმე სავარჯიშოც და გავეცანით პროგრამის არქივში უკვე არსებული საინტერესო პროექტების შაბლონებს. ოთხმა საათმა შეუმჩნევლად გაირბინა. ტრენინგის დასასრულს ხათუნამ მოგვცა საშინაო დავალებები

Комментариев нет:

Отправить комментарий