Страницы

воскресенье, 8 декабря 2013 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის დასაწყისში მოვაწესრიგეთ ჩვენი პროექტების  ფოლდერები, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ჩვენს მიერ შექმნილი მასალები და დავიწყეთ შემაჯამებელი პრეზენტაციები. ხათუნა  ყურადღებით  გვისმენდა და გვაძლევდა პრაქტიკულ რჩევებს. გვიზიარებდა თავის გამოცდილებას და საჭირო რესურსებს,   

დიდი მადლობა მას ამისათვის




ტრენინგის მერვე  დღე

აქტიურად ვიმუშავეთ პროექტებზე, დიდი ყურადღება დავუთმეთ შეფასების კრიტერიუმებს. მოვამზადეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკები, ავტვირთეთ google drive და slideshear.net-ზე. სახლში დაგვევალა გავეცნოთ და გავანალიზოთ მეექვსე მოდულის   პირველ  აქტივობა 



ტრენინგის მეშვიდე დღე


ტრენინგი დაიწყო რეფლექსიით : განვიხილეთ ჩვენი საშინაო დავალების ნიმუშები  და ავტვირთეთ ბლოგზე .
ტრენინგის შემდეგ ეტაპზე დავუბრუნდით მეხუთე მოდულს , გავაანალიზეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა და შევასრულეთ პრაქტიკული დავალება. ხათუნას გულმა ვერ მოითმინა და დამატებით აგვიხსნა როგორ უნდა ,,ჩავაშენოთ" ჩვენთვის სასურველი პრეზენტაციები და დოკუმენტები ბლოგის გვერდზე
საშინაო დავალებად მივიღეთ პროექტის მსვლელობის გაწერა 



ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგი დაიწყო რეფლექსიით : განვიხილეთ ჩვენი საშინაო დავალების ნიმუშები  და ავტვირთეთ ბლოგზე .
ტრენინგის შემდეგ ეტაპზე დავუბრუნდით მეხუთე მოდულს , გავაანალიზეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა და შევასრულეთ პრაქტიკული დავალება .ხათუნას გულმა ვერ მოითმინა და დამატებით აგვიხსნა როგორ უნდა ,,ჩავაშენოთ" ჩვენთვის სასურველი პრეზენტაციები და დოკუმენტები ბლოგის გვერდზე
საშინაო დავალებად მივიღეთ პროექტის მსვლელობის გაწერა .

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს დავიწყეთ მესამე მოდულის განხილვა.  ვიმუშავეთ ჩვენ ბლოგებში და გავიზიარეთ სხვადასხვა , ჩვენთვის საინტერესო , საგანმანათლებლო საიტების ინოვაციებ.
 ვისწავლეთ ჩენ მიერ შექმნილი დოკუმენტაციის ატვირთვა google doc.-ზე, გაზიარება და ,,მიბმა"  ჩვენ ბლოგზე (პრეზენტაციის ნიმუში)
  ტრენინგის ფარგლებში ხათუნამ გადმოგვიგზავნა ძალიან საინტერესო და სასარგებლო საგანმანათლებლო საიტების ლინკები, ჩვენ ვისწავლეთ მათი გაზიარება ჩვენ ბლოგეზე
  გავაანალიზეთ უკუკავშირების მიცემის რჩევები და მეთოდები. პრაქტიკული დავალებით  ვისწავლეთ ონლაინ კომენტარების გაკეთება დოკუმენტებზე და ბლოგებზე
 გავეცანით  intel -ის ჯგუფის მიერ  შექმნილ პრეზენტაციას  ,,საავტორო უფლებების ქაოსი".
მოვიძიეთ ჩვენთვის საინტერესო საიტები და ვისწავლეთ მათი ინტერნეტ მისამართების შენახვა, განვიხილეთ ის საკომუნიკაციო საშუალებები , რომელიც გვეხმარება ინფორმაციის გაზიარებაში თემაზე მუშაობის პროცესში
შევასრულეთ პრაქტიკული დავალება :მესამე მოდულის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღე

 ტრენინგის დილა  დაიწყო რეფლექსიით 
მეოთხე შეხვედრის მთავარი თემა კვლავ იყო სასწავლო პროექტის დაგეგმვა  , მაგრამ ჩვენ უფრო მეტი დრო დავუთმეთ პრაქტიკული დავალებების შესრულებას. 
ხათუნამ გვაჩვენა მოსწავლის წინარე ცოდნის შეფასების არსებული ნიმუშები, გვთხოვა ჩვენი პროექტისთვის შეგვერჩია საჭირო შინაარსის   შეფასების ფორმა და შეგვედგინა კითხვარი. ჩვენი ნამუშევრები შევინახეთ საგანგებოდ შექმნილ ფოლდერში  სახელწოდებით ,, შეფასება".
ტრენინგის შემდეგი აქტივობა მდგომარეობდა  იმაში, რომ  განგვეხილა უკვე შექმნილი თაიმლაინები და გაგვეკეთებინა საკუთარი .
ძალიან საინტერესო და სახალისო დავალებად მივიღეთ კოლეგებისთვის  ჩვენი პროექტის  პრეზენტაციის მომზადება.  პროგრამის ფარგლებში არსებული რესურსები დაგვეხმარა პრეზენტაციისთვის სტილისტურად  სწორი ფორმის  ჩამოყალიბებაში.

ტრენინგის მესამე დღე

 სამწუხაროდ ვერ დავესწარი შვიდკაცას ტრენინგის გამო

воскресенье, 3 ноября 2013 г.

ტრენინგის მეორე დღე

 ტრენინგის მეორე დღე დაიწყო რეფლექსიით. ჩვენ გავიხსენეთ განვლილი თეორიული მასალა, შესრულებული აქტივობები და განვიხილეთ ბლოგებზე გამოქვეყნილი მასალები. საშინაო დავალების განხილვის შემდეგ ხათუნამ გაგვაცნო  პროექტის სწავლების თემაზე პუბლიკაციების  მომზადების მთავარი  პრინციპები და მოგვცა პრაქტიკული დავალება ჩვენი მომავალი პროექტისთვის გავაკეთეთ  საინფორმაციო ბუკლეტი. ტრენინგის ძირითადი დრო დავუთმეთ ჩვენი პროექტის დაგეგმარებას. დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა 

суббота, 26 октября 2013 г.


პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე ფრიად სასიამოვნო და ნაყოფიერი აღმოჩნდა პირველი შეხვედრისთვის, თრენინგს, რომელიც ჩატარდა ქ.რუსთავის 18-ე საჯარო სკოლაში, ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, ხოლო ჩვენს საქმიანობას - ახალი Intel Edukation Viewer-ის პროგრამის შესწავლას წარუძღვებოდა ჩემთვის საყვარელი მაღალკვალიფიცირებული ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი
თრენინგი დაიწყო ურთიერთგაცნობით, ამის შემდეგ ხათუნამ Intel--ს თრენინგ მოდულის მოკლე მიმოხილვა გააკეთა.
თრენინგის პირველ დღეს  ყურადღებით გავაანალიზეთ პროგრმის სამი მოდული, ახლადშესწავლილი მასალის განსამტკიცებლად შევასრულეთ რამოდენიმე სავარჯიშოც და გავეცანით პროგრამის არქივში უკვე არსებული საინტერესო პროექტების შაბლონებს. ოთხმა საათმა შეუმჩნევლად გაირბინა. ტრენინგის დასასრულს ხათუნამ მოგვცა საშინაო დავალებები